ფლარონინი

მოგესალმებით

 

თბილისის სახელმწიფო

სამედიცინო უნივერსიტეტის

ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის საიტზე

 

დირექტორის გვერდი

ფლარონინი პროდუქცია
ფლარონინი

ფლარონინი შეიცავს ფლავონგლიკოზიდ რობინინს, რომელიც მიიღება მცენარე – Astragalus falcatus Lam. ნამგალნაყოფა ასტრაგალის ფოთლებიდან და ყვავილებიდან. პრეპარატი აძლიერებს თირკმლის მიერ აზოტის გამოყოფის ფუნქციას. აქვეითებს სისხლში ნარჩენი აზოტის, შარდოვანასა და კრეატინინის რაოდენობას. ნორმაში მოჰყავს თირკმლისმიერი არტერიული სისხლის წნევა და შაქრის დონე. აძლიერებს დიურეზს და ენდოგენური კრეატინინის კლირენსს.



 

შეკვეთა

  

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

 

ფლარონინი -  Flaroninum

ფლარონინი წარმოადგენს ფლავონგლიკოზიდ რობინინს. მიიღება მცენარე – Astragalus falcatus Lam. ნამგალნაყოფა ასტრაგალის (ოჯ. Fabaceae) ფოთლებიდან და ყვავილებიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლარონინი აძლიერებს თირკმლის მიერ აზოტის გამოყოფის ფუნქციას. აქვეითებს სისხლში ნარჩენი აზოტის, შარდოვანასა და კრეატინინის რაოდენობას. ნორმაში მოჰყავს თირკმლისმიერი არტერიული სისხლის წნევა და შაქრის დონე. აძლიერებს დიურეზს და ენდოგენური კრეატინინის კლირენსს.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება ჰიპერაზოტემიით გამოწვეული თირკმელების ქრონიკული უკმარისობისას პიელონეფრიტით, გლომერულონეფრიტით, ნეფროსკლეროზით ავადმყოფთა მკურნალობისას კომპლექსურ თერაპიაში.
გამოყენების წესი და დოზები
მიიღება ერთი ტაბლეტი სამჯერ დღეში 20-30 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსს ახანგრძლივებენ ან იმეორებენ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
თანამდევი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
წინააღმდეგი ჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობა. 
გამოშვების ფორმა
ტაბლეტები 30 მგ #60 ბლისტერებში.
ვარგისობის ვადა
4 წელი.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაიცემა ექიმის რეცეპტით

შეკვეთა

© Copyright 2009 All rights reserved