გვირილას ყვავილები
მოგესალმებით

ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის საიტზე

 

 

სიახლეები

ჩვენი პროდუქცია

კარიპაზიმი 

გვირილას ყვავილები პროდუქცია
გვირილას ყვავილები

ხასიათებფ ანთებისსაწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ანტიალერგიული, სპაზმოლიზური შემკვრელი, ოფლმდენი, ნაღვლმდენი მოქმედებით. აძლიერებს ქსოვილის რეგენერაციის პროცესს.



 

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია
გვირილას ყვავილები

ფარმაკოლოგიური თვისებები
ახასიათებს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ანტიალერგიული, სპაზმოლიზური (ხსნის მუცლის ღრუს ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს), შემკვრელი, ოფლმდენი, ნაღვლმდენი მოქმედება. აძლიერებს ქსოვილის რეგენერაციის პროცესს.

გამოყენების ჩვენებები

სტომატიტი, გინგივიტი, ანგინა, ტონზილიტი, ლარინგიტი, სპასტიური კოლიტი, ფაღარათი, პროქტიტი, ბუასილი, ვაგინიტი, ურეთრიტი, ცისტიტი.

მომზადების წესი

10 გ ნედლეულს ათავსებენ ემალირებულ ჭურჭელში, ამატებენ 200 მლ ადუღებულ წყალს, აფარებენ თავსახურს და ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წთ განმავლობაში. გამონაცემს აცივებენ 45 წთ ოთახის ტემპერატურაზე, ფილტრავენ, დარჩენილ მასას წურავენ და ფილტრატის მოცულობას ავსებენ 200 მლ-მდე გადადუღებული წყლით.

გამოყენების წესი და დოზები

გარეგანი ხმარებისას პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად. 
შიგნით მისაღებად ¼1/3 ჭიქა დღეში 2-3 –ჯერ ჭამის წინ

გამოშვების ფორმა
   
გვირილას ყვავილებს აფასოებენ 30-50 გ ქაღალდის შეკვრაში, რომელსაც ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა

1 წელი.

შენახვის პირობები

მშრალ, გრილ ადგილზე.


გაიცემა ურეცეპტოდ


© Copyright 2009 All rights reserved