კარიპაზიმი

მოგესალმებით

 

თბილისის სახელმწიფო

სამედიცინო უნივერსიტეტის

ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის საიტზე

 

დირექტორის გვერდი

კარიპაზიმი პროდუქცია
კარიპაზიმი

კ ა რ ი პ ა ზ ი მ ი – მცენარეული წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტების კომპლექსი, რომელიც ნესვის ხის (პაპაიას) უმწიფარი ნაყოფების რძე-წვენიდანაა მიღებული. პრეპარატის აქტიური კომპონენეტებია: პაპაინი, ქიმოპაპაინი A, ქიმოპაპაინი B, პეპტიდაზები A და B, აგრეთვე, მუკოლიზური ფერმენტი ლიზოციმი



 

შეკვეთა

 

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია
კ ა რ ი პ ა ზ ი მ ი (CARIPAZIM®)

 

 

სავაჭრო დასახელება: 
კ ა რ ი პ ა ზ ი მ ი – CARIPAZIM®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: --
წამლის ფორმა: 
ლიოფილიზირებული ფხვნილი ფლაკონში.
შემადგენლობა: 
მცენარეული წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტების კომპლექსი, რომელიც ნესვის ხის (პაპაიას) უმწიფარი ნაყოფების რძე-წვენიდანაა მიღებული. პრეპარატის აქტიური კომპონენეტებია: პაპაინი, ქიმოპაპაინი A, ქიმოპაპაინი B, პეპტიდაზები A და B, აგრეთვე, მუკოლიზური ფერმენტი ლიზოციმი. 
აღწერილობა: 
თეთრი-მოყვითალო ფერის ლიოფილიზირებული ფხვნილი ან ფოროვანი მასა, სუსტი სპეციფიკური სუნით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროტეოლიზური საშუალება. 
ათქ-კოდი: [D03B]
ფარმაკოლოგიური მოქმედება: 
გარეგანი პროტეოლიზური საშუალება. პრეპარატი შლის დანეკროზებულ ქსოვილებს და ბლანტ სეკრეტებს, ექსუდატებსა და სისხლის კოლტებს ათხიერებს. მოქმედებით გავს ქიმოტრიპსინს და ტრიპსინს.
ფარმაკოკინეტიკა: 
გარეგანი ხმარებისას პრეპარატი არ შეიწოვება და არ გააჩნია ორგანიზმზე სისტემური ზეგავლენა. კარიპაზიმში შემავალი ფერმენტები იშლებიან და მთლიანად ბიოტრანსფორმირდებიან ღვიძლში.
გამოყენების ჩვენებები: 
ქირურგიაში - III ხარისხის დამწვრობები ფუფხის მოცილების დასაჩქარებლად და ჭრილობებში გრანულაციური ქსოვილის გასასუფთავებლად ჩირქოვან-ნეკროზული ნარჩენებისაგან; 
ნევროლოგიაში - ხერხემლის ოსტეოქონდროზი, როგორიცაა მალთაშუა ხრტილების (დისკოების) თიაქრები და დისკოგენური რადიკულიტები, შმორლის თიაქარი, აგრეთვე თითების პოსტტრავმატული კონტრაქტურები, სხვადასხვა წარმოშობის კელოიდური ნაწიბურები, მსხვილი სახსრების ართროზო-ართრიტები, მხარისა და ბეჭის პერიართრიტი, ცერებრალური (მათ შორის ოპტოხიაზმური) და სპინალური არაქნოიდიტები, სახის ნერვის ნევრიტი;
სტომატოლოგიაში - ქრონიკული პერიოდონტიტები, პულპიტები, გინგივიტები, პაროდონტოზები, აფთოზური და წყლულოვან-ნეკროზული სტომატიტები.
გამოყენების წესი და დოზები: 
დამწვრობებზე და ინფიცირებულ ჭრილობებში კარიპაზიმს იყენებენ ხსნარების სახით, კონცენტრაციით 17,5 პე/მლ, 35პე/მლ და 70 პე/მლ ფუფხის სისქის შესაბამისად. ხსნარები მზადდება ხმარების წინ, 0,5% ნოვოკაინის ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარებზე. პრეპარატის ხსნარით გაჟღენთილ საფენს ადებენ დამწვრობის ზედაპირზე და ტენგაუმტარ ნახვევს აფარებენ. ერთდროულად სხეულის ზედაპირის არა უმეტეს 30% ამუშავებენ. ნახვევს უცვლიან ერთხელ ორ დღეში ან დღე-ღამეში, ამასთან აშორებენ დანეკროზებულ ქსოვილებს. მკურნალობის კურსი 4 - 12 დღე.
საყრდენ მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიის, კელოიდური ნაწიბურების, ნევრიტების და ა.შ. დროს კარიპაზიმი ელექტროფორეზული მეთოდით შეჰყავთ. 
სტომატოლოგიაში, ქრონიკული პულპიტების შემთხვევაში კბილების ფესვის არხი კარიპაზიმის ხსნარით ირეცხება, რისთვისაც 1 ფლაკონის შიგთავსი 5-10 მლ გამოხდილ წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში იხსნება. ქრონიკული პერიოდონტიტების შემთხვევაში აწარმოებენ ფესვების არხების გამორეცხვას და შიდაარხულ ელექტროფორეზს (3-5 სეანსი) კარიპაზიმის 35პე/მლ - 70პე/მლ ხსნარით. არხში ტოვებენ ამავე ხსნარით გაჟღენთილ ტამპონს 3-4 დღით. გინგივიტების, პაროდონტიტების, აფთოზური სტომატიტების, ტრავმატული ეროზიების და წყლულების შემთხვევებში აკეთებენ ადგილობრივ აპლიკაციას 15-20 წუთის განმავლობაში (4-10 პროცედურა).

პრეპარატის გამოყენება დასაშვებია როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ პირობებში.
გვერდითი მოქმედება და სიფრთხილის ზომები:
შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, რომელიც ქავილითა და სხეულის ტემპერატურის მატებით გამოიხატება; ატარებენ ანტიჰისტამინურ თერაპიას.
წინააღმდეგ ჩვენებები:
პრეპარატისადმი მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა; ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი; დაუშვებელია კარიპაზიმის კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში შეყვანა; არ შეიძლება კარიპაზიმის გამოყენება მწვავე ანთების პირობებში აგრეთვე, დისკოს თიაქარის სეკვესტრაციისა და ხერხემლის არხისკენ სეკვესტრის გადაადგილების შემთხვევაში (ფორამენალური მდებარეობა).
დოზის გადაჭარბება:
არ არის გამოვლენილი.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ავტომანქანის ტარების უნარზე, მექანიზმებთან მუშაობაზე. 
გამოშვების ფორმა:
ლიოფილიზირებული ფხვნილი, 350 პროტეოლიზური ერთეული (პე) აქტივობით, რეზინის საცობებით თავდახურულ და ალუმინის ჩაჩებით მოხუფულ ფლაკონებში. თითოეული ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +2°ჩ –დან + 8°ჩ -მდე ტემპერატურაზე. 
ვარგისობის ვადა:
2 წელი.
გაიცემა რეცეპტით.

დანართი

კარიპაზიმის გამოყენება ელექტროფორეზული მეთოდით 

ელექტროფორეზული მეთოდით კარიპაზიმი მხოლოდ დადებითი პოლუსიდან შეჰყავთ. 
I. კარიპაზიმის ელექტროფორეზი ხერხემლის არეში ოსტეოქონდროზის და დისკოგენური რადიკულიტის შემთხვევებში.
მკურნალობა საკურსოა - 3 კურსი (1 კურსი -20-30 პროცედურა). დასაშვებია 1-2 დღიანი შესვენება პროცედურებს შორის. განმეორებითი კურსები -30-60 დღის შემდეგ.
უშუალოდ პროცედურის წინ კარიპაზიმის ფლაკონში შეაქვთ 5-10 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი და 1-2 წვეთი დიმექსიდი. მიღებული ხსნარით ასველებენ ელექტროდის საფენებზე მოთავსებულ ფილტრის ქაღალდს, საფენის ზომებია: 10 ხ 15 ან 15 ხ 20 სმ.
 საფენების განლაგების ვარიანტები:
  გასწვრივად
  ა) კარიპაზიმი კისრის არეში (+)
  ეუფილინი წელის არეში(-) 
  ბ) კარიპაზიმი კისრის არეში (+)
  ეუფილინი მხარის არეში (-)
  გ) კარიპაზიმი კისრის არეში (+)
  ეუფილინი ორივე მხარზე ორკაპა ელექტროდით (-)
  დ) კარიპაზიმი წელის არეში (+)
  ეუფილინი საჯდომი ნერვის გამოსვლის წერტილში (-)
  (ბარძაყის უკანა ზედაპირი)
  ე) კარიპაზიმი წელის არეში (+)
  ეუფილინი ბარძაყების არეში ორკაპა ელექტროდით (-)
  ვ) კარიპაზიმი წელის არეში (+)
  ეუფილინი მუცლის არეში (-).

საფენების ტემპერატურა 37 -39° წყლის თერმომეტრით მოწმდება. დენის ძალა 10-15 მილიამპერი (თანდათანობით უნდა გაიზარდოს).
ექსპოზიციის დრო - 10 დან 20 წუთამდე, თანდათანობით უნდა გაიზარდოს.
მოცემული პარამეტრების დაცვა აუცილებელია: წინააღმდეგ შემთხვევაში პრეპარატის ეფექტურობა მკვეთრად მცირდება.
პროცედურის შემდეგ წამლის შეყვანის ადგილზე კანი თბილი საპნიანი წყლით უნდა ჩამოირეცხოს.
შესაძლებელია კარიპაზიმისა და ლითიუმის ქლორიდის (3%-იანი ხსნარი) ერთდროული შეყვანაც ელექტროფორეზით. ამ ვარიანტში წამლებს ერთსა და იმავე საფენებზე ათავსებენ, მაგრამ პრეპარატებით ცალ-ცალკე უნდა იქნეს გაჟღენთილი ფილტრის ქაღალდები. შეყვანის პირობები იგივეა, მაგრამ ლითიუმის გამოყენება ვოლტარენით მკურნალობის პირობებში არ შეიძლება.
  II. კარიპაზიმის ელექტროფორეზი კელოიდური ნაწიბურების არეში: 

  ა) კარიპაზიმი უშუალოდ ნაწიბურებზე (+)
  ეუფილინი ან კალიუმის იოდიდი საწინააღმდეგო ზედაპირზე,
  ე.ი. განივად (-).
  ბ) კარიპაზიმი უშუალოდ ნაწიბურებზე (+)
  ეუფილინი - გასწვრივად პირველი საფენიდან 15-20 სმ 
  მოშორებით (-).
 
III. კარიპაზიმის ელექტროფორეზი სახის ნევრიტების ზოგიერთი ფორმის დროს. დენის ძალა 1-დან 5 მილიამპერამდე.
  კარიპაზიმი სახეზე ბერგანიეს ნახევარნიღაბის სახით (+)
  ეუფილინი ბეჭთაშუა არეში ან საპირისპირო მხარზე (-).

IV. კარიპაზიმის ელექტროფორეზი თავის ტვინის არაქნოიდიტის (მათ შორის ოპტიხიზმალურის) სამკურნალოდ.
  კარიპაზიმი ენდონაზალურად (+)
  ეუფილინი ხერხემალზე გულმკერდის ზემო განყოფილებაში (-)  

 

 

შეკვეთა

© Copyright 2009 All rights reserved